Monday, June 18, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა



1.პროექტის სახელწოდება:

მედია და საზოგადოება
2.პროექტის  თემა:
მედია საშუალებები ჩემს ცხოვრებაში

3.პროექტის აქტუალობა:

კვლევითი სამუშაო გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ჩამოუყალიბებს დამოუკიდებელი და შემეცნებითი აზროვნების უნარს.

4.პროექტის მიზნები:

მოსწავლეები ისაუბრებენ ყველა ტიპის მედია საშუალებაზე,მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქციაში,ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი.

5მონაწილეთა ასაკი:

17წ.

6.ვადები:
ერთი  კვირა.

7.შედეგი/ პროდუქტი:

ინტერვიუების საფუძველზე სტატისტიკის დადება მედია მომხმარებელზე.

8 .რესურსები:

ადამიანური რესურსი-მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსახლეობა.წიგნი, პროექტორი,

9  .პროექტის მსვლელობა:

გონებრივი იერიში:ა)მოსწავლეები ასახელებენ მედია საშუალებებს ბ)რომელია მათთვის ხელმისაწვდომი? გ)განსაზღვრავს თუ არა ასაკი და სქესი არჩევანს დ)რისთვის იყენებენ ადამიანები მათ?. კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად ე,წ ; ექსპერტთა" ჯგუფებად ,როლური თამაშის დროს პირველი ჯგუფი იღებს ინტერვიუს კლასში, მეორე გადის ქუჩაში,ხოლო მესამე სამასწავლებლოში.

კვლევის დასასრულს ექსპერტებმა უნდა დადონ  პროცენტული მონაცემები შემდეგ პრობლემატურ საკითხებზე: რა სიხშირით იყენებს საზოგადოება რადიო-ტელევიზიას,ინტერნეტს და ა.შ  გოგონების /ბიჭების რამდენი პროცენტი სარგებლობს კომპიუტერით.მობილურით და ა.შ რომელი ასაკის ადამიანები მოიხმარენ რადიოს.გაზეთს დს ა.შ  ერთი კვირის შემდეგ ექსპერტები პროდუქტის სახით დადებენ ცხრილებს და იმსჯელებენ პრობლემაზე :ახალგაზრდობა წიგნებს აღარ კითხულობს!

10.ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლეებმა თავი გაართვეს საკომუნიკაციო სიტუაციებს,მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციაში,სიმულაციური სიტუაციის (ინტერვიუ) გათამაშებისას დაცული იყო სოციო-კულტურული გარემოს ნორმები,

11,პროექტის ხელმძღვანელი:

ქეთევან მიქიაშვილი

12,ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:

qetevanmiqiashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:


qetevanmiqiashvili.blogspot.com


No comments:

Post a Comment