Monday, June 18, 2012
სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება:
მედია და საზოგადოება
2.პროექტის თემა:
მედია საშუალებები ჩემს ცხოვრებაში
3.პროექტის აქტუალობა:
კვლევითი სამუშაო გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ჩამოუყალიბებს დამოუკიდებელი და შემეცნებითი აზროვნების უნარს.
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეები ისაუბრებენ ყველა ტიპის მედია საშუალებაზე,მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქციაში,ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი.
5მონაწილეთა ასაკი:
17წ.
6.ვადები:
ერთი კვირა.
7.შედეგი/ პროდუქტი:
ინტერვიუების საფუძველზე სტატისტიკის დადება მედია მომხმარებელზე.
8 .რესურსები:
ადამიანური რესურსი-მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსახლეობა.წიგნი, პროექტორი,
9 .პროექტის მსვლელობა:
გონებრივი იერიში:ა)მოსწავლეები ასახელებენ მედია საშუალებებს ბ)რომელია მათთვის ხელმისაწვდომი? გ)განსაზღვრავს თუ არა ასაკი და სქესი არჩევანს დ)რისთვის იყენებენ ადამიანები მათ?. კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად ე,წ ; ექსპერტთა" ჯგუფებად ,როლური თამაშის დროს პირველი ჯგუფი იღებს ინტერვიუს კლასში, მეორე გადის ქუჩაში,ხოლო მესამე სამასწავლებლოში.
კვლევის დასასრულს ექსპერტებმა უნდა დადონ პროცენტული მონაცემები შემდეგ პრობლემატურ საკითხებზე: რა სიხშირით იყენებს საზოგადოება რადიო-ტელევიზიას,ინტერნეტს და ა.შ გოგონების /ბიჭების რამდენი პროცენტი სარგებლობს კომპიუტერით.მობილურით და ა.შ რომელი ასაკის ადამიანები მოიხმარენ რადიოს.გაზეთს დს ა.შ ერთი კვირის შემდეგ ექსპერტები პროდუქტის სახით დადებენ ცხრილებს და იმსჯელებენ პრობლემაზე :ახალგაზრდობა წიგნებს აღარ კითხულობს!
10.ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეებმა თავი გაართვეს საკომუნიკაციო სიტუაციებს,მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციაში,სიმულაციური სიტუაციის (ინტერვიუ) გათამაშებისას დაცული იყო სოციო-კულტურული გარემოს ნორმები,
11,პროექტის ხელმძღვანელი:
ქეთევან მიქიაშვილი
12,ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
qetevanmiqiashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
qetevanmiqiashvili.blogspot.com
Sunday, June 17, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)